ალექსისი შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებშია

ალექსისი შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებშია


პირველ რიგში დღეს დილით ბარსელონას საავადმყოფოში, სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემართა. ამის შემდეგ ის კლუბის სამედიცინო ცენტრს ეწვია ხელმეორე შემოწმებისთვის.

"ბარსელონას" უახლესი შენაძენი საავადმყოფოში დილის 8 საათზე გამოცხადდა. საავადმყოფოში მას მთელი რიგი ტესტები და ანალიზები ჩაუტარეს. შუა დღით ის კლუბის კლინიკას ეწვია. სხვა ტესტებთან ერთად გასინჯეს მისი გული და კუნთები. მას ჩაუტარდა კარდეოლოგიური გამოკვლევაც.

პირველი გუნდის ექიმმა, რიკარდ პრუნამ პრესის წარმომადგენლებს აუხსნა, რომ "ალექსისი ბრწინვალე კონდიციაებშია. ის ახლახანს დაბრუნდა კოპა ამერიკიდან და ფიზიკური ტესტები ძალიან კარგად გაიარა. როგორც ფიზიკური, ასევე სათამაშო დონით ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.