25 ფეხბურთელი მიემგზავრება მიუნხენში და ამერიკულ ტურნეში
პეპ გვარდიოლამ დაასახელა იმ ფეხბურთელების სახელები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აუდის თასის გათამაშებაში და ამერიკულ ტურნეში. აუდის თასის გათამაშება დღეს იწყება და ხვალ დასრულდება. ამერიკულ ტურნეში გუნდი 28 ივლისს, მიუნხენიდან წავა.
"ბარსა ბ"–ს 9 ფეხბურთელს მიეცემა შანსი, რომ გუნდს ამერიკულ ტურნეში გაჰყვეს. პეპ გვარდიოლამ ნდობა გამოუცხადა მასიპს, მუნიესას, ბალიუს, როსელს, რივეროლას, კარმონას, დოს სანტოსს, კუენსას და სორიანოს. დანარჩენი 16 ფეხბურთელი პირველი გუნდის წევრია. ამერიკულ ტურნეში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც მონაწილეობა კოპა ამერიკაზე მიიღეს (მესი, მასკერანო, მილიტო, ალვეში, ადრიანო, სანჩესი).
იმავე შემადგენლობა მიუნხენში
ეს 25 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას აუდის თასის გათამაშებაში, რომელიც დღეს და ხვალ გაიმართება. გერმანიაში გუნდს "ბარსელონა ბ"–ს კიდევ სამი ფეხბურთელი წაყვება. ესენია: გუსტავო ლედესი, არმანდო ლოსანო და ჩავი ესპინოსა. აუდის თასზე "ბარსა" ბრაზილიურ "ინტერნაციონალს" შეხვდება, ხვალ კი "მილანს" ან "ბაიერნს" დაუპირისპირდება. ეს სამი ფებურთელი ტურნირის დასრულების შემდეგ ბარსელონაში დაბრუნდება.
25 კაციანი შემადგენლობა (მიუნხენში და ამერიკაში წამსვლელი ფეხბურთელები)
მეკარეები: ვალდესი, პინტო, მასიპი.
მცველები: პუიოლი, პიკე, მუნიესა, ბალიუ, როსელი, მაქსველი, ფონტასი, აბიდალი.
ნახევარმცველები: ბუსკეტსი, კეიტა, რივეროლა, ტიაგო, ინიესტა, კარმონა, ჩავი, დოს სანტოსი.
თავდამსხმელები: კუენსა, სორიანო, აფელაი, ჟეფრენი, პედრო, ვილია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]