"ბავარია" – მეტოქე აუდის თასის ფინალში

"ბავარია" – მეტოქე აუდის თასის ფინალში


აუდის თასის გათამაშების ფინალში "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნს" შეხვდება, რომელმაც 1/2 ფინალში "მილანი" პენლების სერიაში დაამარცხა. გერმანულ გუნდს იმ მატჩში სავსე სტადიონი გულშემატკივრობდა. დღეს კი 23:30 საათზე, "ალიანს არენაზე" "ბარსელონას" ერთ–ერთი ურთულესი მატჩი ელოდება პრე–სეზონის ტურნეში.

"ბავარია" "მილანის" მატჩში სასტარტო წუთებიდან ინიციატივა ალეგრის გუნდმა აიღო და მე–5 წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ანგარიში გახსნა. გერმანულმა კლუბმა თავის თავში ძალა გამონახა და მატჩის 34–ე წუთზე ტონი კროოსის გოლით ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში გუნდებმა ტემპს დაუკლეს და ფინალისტის ვინაობა პენლების სერიაში გამოვლინდა, სადაც ძლიერები გერმანელები აღმოჩნდნენ.

"ბაიერნის" მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი "ბარსელონას" მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. "მე კარგად ვიცი ესპანური ფეხბურთი და "ბარსელონას" სტილი. ეს მსოფლიოში საუკეთესო შემქმნელი გუნდია. იქ ძალიან ბევრი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც საკუთარ აკადემიაში აღზარდეს, ეს კი მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთს კარგად გაუგონ".

ჰაინკეს თავის დროზე ესპანური გუნდების გაწვრთნა მოუწია: "ატლეტიკი" (1992/94–2001/2003), "ტენერიფე" (1995/97) და მადრიდის "რეალი" (1997/98), რომელთანაც ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელთა შემადგენლობაში რიგი წამყვანი ფეხბურთელები არ იქნებიან ჰაინკესი მიიჩნევს, რომ აუდის თასის ფინალი ძალიან საინტერესო თამაში იქნება. "ბარსა" მესისთან და მის გარეშე სხვადასხვა გუნდი, მაგრამ ინიესტა, ჩავი და ბუსკეტსი წამყვანი ფეხბურთელები არიან". მიუნხენელთა მწვრთნელი თვლის, რომ არიენ რობენი დღეს ვერ ითამაშებს "მილანთან" მატჩში მირებული ტრავმის გამო. არ იქნება ასევე რიბერი, რომელსაც ბარძაყის ტრავმა აქვს.

უკანასკნელი შეხვედრა

უკანასკნელად "ბარსელონა" და "ბაიერნი" 2008/09 წლის სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში შეხვდნენ. შემდეგ ეტაპზე გვარდიოლას შეგირდები გავიდნენ, რომლებმაც "ნოუ კამპზე" "ბაიერნი" 4:0 დაამარცხეს, ხოლო "ალიანს არენაზე" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.