მაზინიო: "ვალდანოს ტიაგოს შესახებ ვესაუბრე"

მაზინიო: "ვალდანოს ტიაგოს შესახებ ვესაუბრე"

მაშინ, როდესაც ტიაგოს კონტრაქტის გაფორმების შემდეგ აღნიშნული თემა ყველას დახურული ეგონა, ფეხბურთელის მამის განცხადებებმა კვლავ პოლემიკა გამოიწვია.

ტიაგო ალკანტარას მამამ, მაზინიომ ინტერვიუ მისცა La Sexta–ს. მისი კომენტარები ძალიან გავდა იმ განცხადებებს, რომლებსაც თავად ტიაგო აკეთებდა "ბარსასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებამდე.

"ტიაგოს სურს, წარმატებას მიაღწიოს ფეხბურთში, ამიტომ მან შეიძლება ნებისმიერ კლუბში ამოჰყოს თავი." – აცხადებს ბრაზილიის ნაკრების ყოფილი წევრი. გარდა ამისა, მაზინიო ღიად საუბრობს კონტაქტზე მადრიდის "რეალთან", რომელიც რამდენიმე თვის წინ ინტერესს იჩენდა ახალგაზრდა ნახევარმცველის მიმართ. "მე თავაზიანად ვესაუბრე ვალდანოს მაშინ. მას სურდა, გაეგო, თუ როგორი სიტუაცია იყო: როგორი იყო "ბარსას" დამოკიდებულება". მაზინიომ თავისი შვილი "რეალში" კანალესის გადასვლასაც შეადარა. კანალესი უკვე მადრიდელთა პირველი გუნდის წევრია.

მიუხედავად იმისა, რომ ტიაგომ ახალი კონტრაქტი გააფორმა "ბარსელონასთან" და წინა–სასეზონო მატჩებში მისი საქმეები კარგად მიდის, მაზინიო არ გამორიცხავს არცერთ შესაძლო ვარიანტს: "მას სურს, წარმატებას მიაღწიოს ფეხბურთში და შესაძლებელია, რომ თავი ამოჰყოს ნებისმიერ სხვა გუნდში. არასდროსაა ცნობილი, რა მოხდება მომავალში."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.