გვარდიოლა: "ჩემთვის დიდი პატივი იყო მილიტოსთან მუშაობა"

გვარდიოლა: "ჩემთვის დიდი პატივი იყო მილიტოსთან მუშაობა"


"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალიური კლუბის ყოფილ მცველზე, გაბრიელ მილიტოზე.

შეგახსენებთ, რომ მილიტომ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო და არგენტინულ "ინდეპენდიენტეში" გადავა.

"ბევრი ფეხბურთელი არ არის ისეთი კონკურენტუნარიანი, როგორიც მილიტო იყო. მას სათამაშო პრაქტიკა ჭირდება, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო ასეთ ფეხბურთელთან მუშაობა. მან ურთულესი ტრავმის შემდეგ შეძლო დაბრუნება და თამაშის გაგრძელება. სხვა მის ადგილზე დიდი ხნის წინ დანებდებოდა. გაბრიელმა ყველას კარგი გაკვეთილი მოგვცა" – განაცხადა გვარდიოლამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.