მესი, მასკერანო და სანჩესი გუნდს ორშაბათს შეუერთდებიან

მესი, მასკერანო და სანჩესი გუნდს ორშაბათს შეუერთდებიან

  ჟოზეპ გვარდიოლას განკარგულებაში სამით მეტი ფეხბურთელი ეყოლება ორშაბათს, 8 აგვისტოს. "ბარსელონას" ახალი შენაძენი, ალექსის სანჩესი ორშაბათსა და სამშაბათს დილით გვარდიოლას მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშებს, ხოლო სამშაბათს საღამოს ჩილეს ნაკრებთან ერთად საფრანგეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

ალექსის სანჩესი ახალ გუნდთან ერთად პირველად ორშაბათს ივარჯიშებს. ჩილეს პროფესიული ფეხბურთის ასოციაციამ საკუთარ ვებ–გვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანას" ახალი შენაძენი კატალონიურ კლუბთან ერთად ორშაბათს, 8 აგვისტოს და სამშაბათს დილით ივარჯიშებს.

ორშაბათის სესიას, ორ კვირიანი არდადეგების შემდეგ შეუერთდებიან ლეო მესი და ხავიერ მასკერანოც. შეგახსენებთ, რომ მესი, მასკერანო, ალექსის სანჩესი, ადრიანოს და დანი ალვესი კოპა ამერიკის გათამაშებაში იღებდნენ მონაწილეობას.

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.