რამოსმა შეიძლება "ბარსასთან" ვერ ითამაშოს
როგორც ჩანს მადრიდის "რეალის" მცველი, სერხიო რამოსი "ბარსელონასთან" მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.
"რეალმა" ჩინური "ტიანჯინი" 6:0 დაამარცხა, მაგრამ მატჩის 39–ე წუთზე გუნდის წამყვანმა ფეხბურთელმა ტრავმა გაიმიზეზა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია. სერხიო რამოსს წელის ტრავმა ამერიკულ ტურნეშიც ახსენებდა თავს, რის გამოც ფეხბურთელს 2 კვირა არ უვარჯიშია.
ახლა ფეხბურთელს გაძლიერებული ფიზიოთერაპიის გავლა მოუწევს, ხოლო გამოჯანმრთელების პერიოდი ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის. ამჟამად თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე", 14 აგვისტოს გაიმართება სერხიო რამოსის მონაწილოება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]