ვალდესი: "ყველას გვსურს სესკის გადმოსვლა"

ვალდესი: "ყველას გვსურს სესკის გადმოსვლა"


 – მოდით უახლოეს ინფორმაციებზე ვისაუბროთ, კლუბი ახლოსაა სესკის შეძენასთან...

 – იმედი მაქვს, რომ სესკი რაც შეიძლება მალე შემოგვიერთდება.

 – ფეხბურთელებს სურთ მისი გადმოსვლა?

 – დიახ, ყველას ძალიან გვურს მისი გადმოსვლა. ის ჩვენი კარგი მეგობარი და ძლიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ გუნდისთვის ის სარგებლიანი იქნება ბევრი მიზეზის გამო.

 – რა მიზეზების?

 – ის გუნდის ხარისხს გაზრდის, რომელიც მის გარეშეც მაღალია.

 – ტიტო ვილანოვამ განაცხადა, რომ სესკს ნებისმიერ სხვა გუნდში გადასვლა და მეტი ხელფასის მიღება შეუძლია...

 – დიახ, ეს სანჩესის სიტუაციასავითაა. ნორმალურია, რომ ფეხბურთელებს "ბარსაში" სურთ თამაში. სესკს ადაპტაციის გავლა სწრაფად შეუძლია, რადგან ყველას კარგად გვიცნობს და გუნდის სტილიც იცის.

 – სანჩესს?

 – ვფიქრობ, რომ გუნდში კარგად ჩაჯდება. ის სწრაფი ფეხბურთელია და მისი თამაშის სტილი ჩვენს სტილს უდგება.

 – ეს უკვე მეოთხე სეზონია პეპისთვის მწვრთნელის ამპლუაში...

 – გვარდიოლას ფიგურა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან ყველა უკეთესები გაგვხადა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ.

 – ის საბრძოლო განწყობაზე გაყენებთ?

 – 
დიახ, ის მოდუნების უფლებას არავის აძლევს. არ აქვს მნიშვნელობა ცუდი დღე გაქვს თუ კარგი. თუ კარგად ივარჯიშებ კარგადაც ითამაშებ. 10 წლის ასაკიდან მიყვარს ვარჯიშებზე სიარული. ვარჯიშებზე ყოველთვის მაქსიმალურად კონცენტრირებული ვარ და სიამოვნებას ვიღებ.

 – ტიტო ამბობს, რომ არ უნახავს ფეხბურთელები ისე მეგობრულები გასახდელში, როგორიც თქვენ ხართ...

 – 
ყველას მსგავსი ჰობები გვაქვს და ბავშვობიდან ვმეგობრობთ. გასახდელში მართლა ძალიან კარგი განწყობაა. ეს ძალიან გვეხმარება თამაშში.

 – ამასთანავე საერთო მიზნები გაქვთ...

 – 
დიახ, ყველას გვსურს ლა ლიგის მეოთხედ მოგება, ასევე ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 2–ჯერ მოგება. ეს ყველაფერი მოტივაციას გვმატებს.

 – სხვადასხვა გამოხტომები "რეალიდან" მოტივაციას არ გმატებთ?

 – 
რასაც ისინი ამბობენ ყველაფერი რომ ხდებოდეს მეტი მოტივაცია გვექნება. რა თქმა უნდა რთული იყო ყველაფრის მოთმენა, მაგრამ პრინციპს მივუყვებით: პატივი ვცეთ ერთმანეთს მოედანზე და ყველაფერი იქ გავარკვიოთ.

 – თქვენ 29 წლის ხართ და ყველაფერი მოიგეთ. რამდენ ხანს გეგმავთ კარიერის გაგრძელებას?

 – 
მეკარეს მოედანზე ყოფნა 40 წლამდე შეუძლია, როგორც ვან დერ საარის შემთხვევაში... ძალიან მომწონს ჩემი პროფესია, ამიტომაც ვითამაშებ მანამ, სანამ სურვილი მექნება. კარიერის დასრულების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ საფეხბურთო სამყაროსთან კავშირი მექნება, რადგან სხვაგვარად ცხოვრება არ შემიძლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.