სესკი სუპერთასისთვის ''ბარსაში'' იქნება

სესკი სუპერთასისთვის ''ბარსაში'' იქნება

სესკ ფაბრეგასს სჯერა, რომ იგი ამ კვირაში უკვე ''ბარსას'' ფეხბურთელი იქნება. ამ ინფორმაიციას უკვე რამდენიმე სანდო წყაროც ავრცელებს. ასევე ჩვენ გვახსოვს თუ, როგორ და რანაირად მიდიოდა ამ სამი წლის განმავლობაში ფაბრეგასისთვის ბრძოლა. დანამდვილები, რამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
პიტერ ჰილ-ვუდმა – ''არსენალის'' თავჯდომარემ, განაცხადა, რომ სესკის ''ბარსაში'' გადასვლა წარმოსახვითი იყო და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ბოლოს ''ბარსას'' პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა ინგლისელებს 40 მილიონი შესთავაზა. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სესკმა თავად გადაწყვიტა "არსენალისთვის" 5 მილიონი ევროს გადახდა, რათა ის სამშობლოში დაბრუნებულიყო. ინგლისური პრესა კი გვამცნობს, რომ თუ სესკის ტრანსფერი 48 საათის განმავლობაში არ შედგება, იგი უკვე ''ნიუკასლთან'' შეხვედრაში ითამაშებს. მოლაპარაკებების მსვლელობა ლონდონურ და კატალონიურ კლუბებს შორის გვაძლავს იმის თქმის საბაბს, რომ რამდენიმე საათში სესკი "ბარსელონას" ფორმას მოირგებს. ასეთ შემთხვევაში ის ესპანეთის სუპერთასის გათამაშებისას კატალონიელთა რიგებში მოგვევლინება.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სესკის გარდა გუნდი შესაძლებელია დატოვოს ანდრეი არშავინმა, რომელიც სავარაუდოდ სამშობლოში დაბრუნდება.
 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.