შესაძლოა, პიკემ სუპერთასის პირველი შეხვედრა გამოტოვოს
გუშინ გაიმართა ამხანაგური მატჩი იტალიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. გარდა მარცხისა, რომელიც "ფურია როხამ" იწვნია (2:1), ესპანელებმა ტრავმებიც მიიღეს.
დაშავებულთა შორისაა კატალონიის "ბარსელონას" მცველი – ჟერარდ პიკე. იგი მატჩის მსვლელობისას, გართულებების თავიდან აცილების მიზნით შეცვალეს. პიკემ ტკივილი იგრძნო კუნთში და ჯერ–ჯერობით უცნობია, შესძლებს თუ არა იგი ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. შეგახსენებთ, რომ თასისთვის "ბარსელონა" და "რეალი" იბრძვიან. გამარჯვებული ორი შეხვედრის ჯამში გამოვლინდება. პირველი ჯახი "სანტიაგო ბერნაბეუზე", კვირას გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი "კამპ ნოუზე", 18 აგვისტოს შედგება.
პიკეს გარდა, გუშინდელი შეხვედრის შედეგად ტრავმირებულია "ჩელსის" ახალწვეული – ფერნანდო ტორესი. ტორესმა ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც იგი მატჩის პირველივე ტაიმში შეცვალეს და სტადიონიდან პირდაპირ უახლოეს საავადმყოფოში წაიყვანეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]