"არსენალი" სესკის გაყიდვას დათანხმდა
"არსენალი" დათანხმდა გუნდის კაპიტნის ესპანურ "ბარსელონაში" გაშვებას, გამოგვცემს "as".
ამავე წყაროს ცნობით "ბარსელონა" ესპანელ ფეხბურთელში 40 მილიონ ევროს გადაიხდის. კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად კატალონიელები "კანონირებს" ახლა 34 მილიონ ევროს გადაუხდიან და 6 მილიონს იმ შემთხვევაში, თუ ფაბრეგასი "ბარსელონაში" წარმატებულად იასპარეზებს.
ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 5 მილიონი ევრო თავად ფაბრეგასმა გამოყო ტრანსფერის სწრაფად დასრულებისთვის. სავარაუდოდ ტრანსფერი ოფიციალურად ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩამდე დადასტურდება. შეგახსსენებთ, რომ "რეალთან" პირველი მატჩი 14 აგვისტოს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]