ნეიმარი: ''მე მსურს დიდი ფეხბურთელი გავხდე''.

ნეიმარი: ''მე მსურს დიდი ფეხბურთელი გავხდე''.

ნეიმარს სურს, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს – ისეთი, როგორიც მესია... ან მესიზე უკეთესი! მისი მომავალი ბურუსითაა მოცული და ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ სად გააგრძელებს ის კარიერას. ინტერვიუებში ბრაზილიელი აცხადებს, რომ მას სურს მესივით ითამაშოს, ან უფრო მეტიც – მესის აჯობოს. ამონარიდი ინტერვიუდან: "მე გავხდები დიდი ფეხბურთელი და მესის ვაჯობებ. მე ამის მჯერა."

ბრაზილიული კლუბის ამომავალი ვარსკვლავის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ექსპერტების აზრით ის ჯერ არ არის მზად ისეთ გრანდში სათამაშოდ, როგორიც "რეალია".

"მე არ მსურს ჩემს მომავალ კარიერაზე საუბარი, რადგან არ მინდა ყველაფერი წინასწარ ვთქვა. ჯერჯერობით "სანტოსის" ფეხბურთელი ვარ. ასევე გამომიძახეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, სადაც თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბრაზილიელი ხალხის ნდობა მოვიპოვო." – განაცხადა ნეიმარმა.

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.