ვალდესი: "სესკი მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია"
კატალონიური კლუბის გოლკიპერს, ვიქტორ ვალდესს ერთი სული აქვს თანამემამულესთან ერთად ითამაშოს "კამპ ნოუზე".
"ვფიქრობ, "ბარსელონამ" შესანიშნავი ფეხბურთელი შეიძინა. ფეხბურთელად იგი აქ ჩამოყალიბდა და რაღაცით გავს კიდეც პეპ გვარდიოლას. ადაპტაცია ჩვენს გუნდში არ გაუჭირდება.
ფაბრეგასი მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია. იგი უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ჩემთვის დიდი პატივია მასთან ერთად ვითამაშო როგორც ნაკრებში, ისე კლუბშიც" - დაასრულა ვალდესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]