გვარდიოლა: "სესკი ჯერ კიდევ არ არის "ბარსას" ფეხბურთელი"

გვარდიოლა: "სესკი ჯერ კიდევ არ არის "ბარსას" ფეხბურთელი"


პეპ გვარდიოლამ აღიარა, რომ სესკ ფაბრეგასის გადმოსასვლელად საჭიროს მხოლოდ მცირე დეტალების შეთანხმება.

"სესკის ტრანსფერი ჯერ არ შემდგარა. ამ ინფორმაციას მე ანდონისგან და ბართომეუსგან გადმოცემით გეუბნებით და არა სოციალურ ქსელებში წაკითხული ინფორმაციით. ტრანსფერის დასასრულებლად საბუთებზე ხელის მოწერაა საჭირო. სესკი ახლა "არსენალის" ფეხბურთელია" – ახსნა გვარდიოლამ.

პეპმა კრიტიკულად შეაფასა სოციალურ ქსელებში აგორებული კამპანია, თუმცა აღიარებს, რომ "რთულია ყველაფრის გაკონტროლება, რასაც ამბობენ. როცა მე ინფორმაციას ვღებულობ ტრანსფერის შესახებ ამას კლუბისგან ვიგებ და არ ვუყურებ იმას, თუ რას დაწერენ პიკე და პუიოლი "ტვიტერზე" – დაამატა გვარდიოლამ.

გვარდიოლას ასევე სესკის ფიზიკურ ფორმაზე შეეკითხნენ, რაზეც მან შეწუხებულმა უპასუხა და გაიმეორა, რომ ფაბრეგასი ჯერ–ჯერობით "ბარსელონას" ფეხბურთელი არ არის. ასევე მწვრთნელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, გადმოვა თუ არა სესკი "ბარსას" შესანიშნავი ცენტრი ყავს და მთავარი მიზანი საერთო ჯამში კარგი გუნდის ყოლაა და არა კონკრეტული პოზიციის გაძლიერება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.