სესკმა პირველი შემოწმება გაიარა

სესკმა პირველი შემოწმება გაიარა

როგორც იცით კატალონიის "ბარსელონას" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი როგორც იქნა განხორციელდა. კატალონიელებმა "არსენალის" კაპიტანში 29 მილიონი ევრო (ფიქსირებული) გადაიხადეს, რასაც კიდევ დაემატება ცვლადი ხარჯები.

დღეს ესპანეთის დროით 8:00 საათზე ფაბრეგასი "Hospital de Barcelona"–ში გამოცხადდა და პირველი სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ "ბარსას" ახალწვეულმა ჰოსპიტალი დატოვა და "კამპ ნოუსკენ" აიღო გეზი. "კამპ ნოუზე" მას ჩაუტარდება დამატებითი სამედიცინო შემოწმება, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. ექიმების დასტურის შემდეგ სესკ ფაბრეგასი და სანდრო როსელი ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.