სამირ ნასრი: "სესკი ძალიან მომენატრება"

სამირ ნასრი: "სესკი ძალიან მომენატრება"

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა, სამირ ნასრიმ, თავის "ტვიტერზე" სესკ ფაბრეგასის გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი დაწერა.

"მინდა მივულოცო სესკს. ძალიან მომენატრები მსოფლიო კლასის ფეხბურთელო და არაჩვეულებრივო ადამიანო."

შეგახსენებთ, რომ სესკ ფაბრეგასი ლონდონის "არსენალის" ღირსებას რვა წლის განმავლობაში იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო. გუშინ კი სესკი ოფიციალურად გახდა კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი და ამით წერტილი დაუსვა სამ წლიან საგას. ფაბრეგასმა კატალონიურ გრანდთან ხუთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ რა თანხა გადაიხადა ოფიციალურად "ბარსელონამ" თავის შენაძენში, მაგრამ როგორც პრესაში გავრცელდა, ტრანსფერის ღირებულებამ ფიქსირებულად 29 მილიონი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ "მეთოფეთა" ყოფილმა კაპიტანმა თავისი ჯიბიდან დამატებით ხუთი მილიონი ევრო გაიღო.

ახალი კონტრაქტის მიხედვით სესკ ფაბრეგასის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.