ვენგერი:" სესკის გაყიდვა რომ გვდომოდა, აუქციონს მოვაწყობდით"
რამდენიმე დღეა სესკ ფაბრეგასის სანტრანსფერო საგა დასრულდა და იგი "ბარსელონას" სრულყოფილი ფეხბურთელია. არსენ ვენგერი კი კაპიტნის წასვლას მაინც ვერ ეგუება.
"სესკის გაყიდვა რომ გვდომოდა, აუქციონს მოვაწყობდით "რეალის", "ჩელსის" და "სიტის"თანდასწრებით. მაშინ ბევრ ფულს ავიღებდით, მაგრამ ფეხბურთელს მხოლოდ "ბარსელონაში" სურდა წასვლა. ჩვენ არც გვიცდია სხვა გუნდებთან შევაჭრება თანხის გასაზრდელად, რადგან სესკის არა გაყიდვა, არამედ შენარჩუნეა გვინდოდა."
"სესკმა ჩვენთან 8 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მასთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა. მისი თამაშით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ ასეთია ცხოვრება. შეიძლება იგი ისევ დაბრუნდეს." - დაასრულა ვენგერმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]