"არსენალი" "ბარსას" მაღაზია გახდა

"არსენალი" "ბარსას" მაღაზია გახდა

2000 წლიდან მოყოლებული "ბარსამ" "არსენალის" ბიუჯეტი 128 მილიონი ევროთი შეავსო.

 

მიუხედავად ფაბრეგასის "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებული რთული და მტანჯველი მოლაპარაკებებისა, "არსენალი" მაინც უნდა იყოს "ბარსას" მადლიერი იმ თანხის გამო, რომელიც მათ თავიანთი ფეხბურთელების გაყიდვით მიიღეს – 128 მილიონი ევრო. Transfermarkt.de–ს მონაცემების მიხედვით, 2000 წლიდან მოყოლებული "მეთოფეებმა" ტრანსფერებით 310 მილიონი ევრო გამოიმუშავეს. ამ კუთხით, "კამპ ნოუდან" წამოსულმა თანხებმა მთლიანი შემოსავლის 41% შეადგინა.

 

პირველად კატალონიელების რიგები მარკ ოვერმარსმა (40 მილიონი ევრო) და ემანუელ პეტიმ (15 მილიონი ევრო) შეავსეს. აღნიშნული ფეხბურთელები "ბარსამ" ლუიშ ფიგუს გაყიდვით მიღებული თანხით შეიძინა. შემდეგ იყვნენ ჯოვანი ვან ბრონკხორსტი (ერთადერთი, ვინც "არსენალი" თავისუფალი აგენტის რანგში დატოვა), ტიერი ანრი (24 მილიონი ევრო) და ალექსანდრე ჰლები (15 მილიონი ევრო). და აი, სესკ ფაბრეგასის რიგიც მოვიდა. "ბარსელონამ" ფაბრეგასი 34 მილიონ ევროდ შეიძინა. აღნიშნული თანხა შესაძლოა გაიზარდოს 39 მილიონ ევრომდე იმ შემთხვევაში თუ სესკი "ბლაუგრანასთან" ერთად მოიგებს ორ ესპანეთის ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.