დანიელ ალვეშმა სერხიო რამოსის კრიტიკას უპასუხა

დანიელ ალვეშმა სერხიო რამოსის კრიტიკას უპასუხა

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, დანიელ ალვესმა უპასუხა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, სერხიო რამოსის კრიტიკას, იტყობინება  El Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა დანიელ ალვესი არტისტიზმში დაადანაშაულა და დაამატა, რომ ასეთი ქცევებით ალვეში თამაშის დისკრედიტაციას ახდენს.

"არ დაგავიწყდეთ, რომ ობიექტური კრიტიკა ყოველთვის მიიღება. თუ კრიტიკა დესტრუქციულია, მაშინ არ მიიღება. ამ შემთხვევაში ცხადია, რომ საქმე გვაქვს უბრალოდ შურთან." – განაცხადა დანი ალვესმა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.