გვარდიოლა: "მეტი ტიტულები უნდა მოვიგოთ"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა გამპერის თასზე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა და დიდი სხვაობით გაიმარჯვა გვარდიოლა აცხადებს, რომ ფეხბურთელებმა კიდევ უფრო მეტი უნდა იშრომონ.
"სეზონში მეორე ტიტულის მოგება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ უფრო მეტი ტიტული უნდა მოვიპოვოთ. ფანების მხარდაჭერით ამის მიღწევა შეგვიძლია" - აღნიშნა გვარდიოლამ.
"ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები გავხდით მას შემდეგ, რაც სუპერთასის გათამაშებაში მადრიდის "რეალი" დავამარცხეთ. ახლა 3-4 ვარჯიში გვაქვს დარჩენილი, რათა ევროპის სუპერთასისთვის კარგად მოვემზადოთ. სპორტში ადვილად ვერაფერს მიაღწევ. გამარჯვებისთვის მთელი ძალები უნდა დახარჯო. არ უნდა დავივიწყოთ, რომ "ნაპოლისთან" გამარჯვება ამხანაგურ მატჩში გამარჯვებაა. ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება" - სიმშვიდისკენ მოგვიწოდა "ბარსას" ბოსმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]