სესკი:" კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო"

სესკი:" კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო"

კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულის სესკ ფაბრეგასის აზრით, მას კიდევ ბევრი რამ დარჩა სასწავლი.

 

გუშინწინ სესკ ფაბრეგასმა "ნაპოლის" წინააღმდეგ "ბლაუგრანას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. კატალონიელის თქმით იგი ამ ფაქტით ძალიან ამაყობს.ფაბრეგასმა გაიხსენა ბოლო გოლი, რომელიც მან "ბარსას" მაისურით გაიტანა: " ბოლო გოლი მე "კადეტში" გავიტანე. ეს ლონდონში წასვლამდე ბოლო მატჩში მოხდა."

 

გუშინწინ სესკი თამაშობდა იმ გუნდში, სადაც ყველა მისი მეგობარია: " ეს ყველაზე მეგობრული გუნდია, სადაც კი მითამაშია."

 

ასევე კატალონიელმა განაცხადა: " ამ სეზონში ბევრი გამოწვევა იქნება, პირველი კი "უეფას" სუპერ თასია. მე ვაგრძელებ ინტენსიურად ვარჯიშს, რადგან ჯერ კიდევ ბეევრი მაქვს სასწავლი."

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.