"ბარსელონას" მონაკოში 4675 გულშემატკივარი გაჰყვება

"ბარსელონას" მონაკოში 4675 გულშემატკივარი გაჰყვება

პარასკევს მონაკოში გაიმართება ევროპის სუპერთასის გათამაშება, სადაც ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და პორტუგალიის "პორტო" დაუპირისპირდებიან. მატჩი მონაკოს "ლუი II"–ის სახელობის სტადიონზე შედგება. მოლოდინი დიდია, თუმცა, უნდა აღინიშოს, რომ ექსპერტები ფავორიტად კატალონიელებს ასახელებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში "ბარსელონა" რიგით მეორე ოფიციალურ ტიტულს მოიგებს მიმდინარე სეზონში.

კატალონიურ გრანდს მონაკოში 4675 გულშემატკივარი გაჰყვება და საკუთარ გუნდს სტადიონის ტრიბუნიდან გაამხნევებს.

ტრავმის მიუხედავად გუნდთან ერთად მონაკოში გაფრინდება ჟერარდ პიკეც. შეგახსენებთ, რომ პიკემ ტრავმა გუშინ გამართულ ვარჯიშზე მიიღო და იგი სამ კვირას იუქმებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.