ხუთი ალტერნატივა პიკესა და პუიოლის ნაცვლად
პიკესა და პუიოლის ტრავმების გამო "ბარსას" ცენტრალური დაცვის ხაზში ორი ძირითადი მოთამაშე დააკლდა. მიუხედავად ამისა, გვარდიოლას მაინც აქვს ალტერნატივა აბიდალის, ფონტასის, მასკერანოს, ბუსკეტსისა და ბარტრას სახით.
"ბარსას" შემადგენლობა უფრო და უფრო მრავალმხრივი ხდება და გვარდიოლა აღწევს თავის მიზანს – თითოეულმა ფეხბურთელმა შესძლოს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში. ეს გულისხმობს, რომ მას რამდენიმე ოფცია აქვს ამ გაუთვალისწინებელი გარემოების დროს. არც დაცვის ცენტრია განსხვავებილი და შესაბამისად გვარდიოლას არჩევანის საშუალება აქვს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მასკერანომ და აბიდალმა მადრიდში ერთად ითამაშეს.
ბუნებრივი ცვლილებები
პუიოლისა და პიკეს მსგავსად, პეპს რეგულარულ ცენტრალურ მცველებად აბიდალი და ფონტასი ჰყავს. ფრანგი მარცხენა მცველია, მაგრამ გასულ სეზონში მან უფრო მეტი მატჩი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩაატარა. რაც შეეხება ფონტასს, იგი ახალი გადმოსულია "ბარსელონა ბ"–დან და პოზიციურად ასევე ცენტრალური მცველია.
ნახევარმცველები ცენტრალური მცველები პოზიციაზე
გასულ სეზონში, პუიოლისა და აბიდალის ავადმყოფობის დროს, გვარდიოლამ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ბუსკეტსი დააყენა და გადაწყვეტილებამ გაამართლა კიდეც – მაგალითად "არსენალის" წინააღმდეგ თამაშისას. საბოლოოდ ამ პოზიციაზე მასკერანო გადავიდა. არგენტინელმა დაიკავა პუიოლის ადგილი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამ სეზონშიც კი შესაძლოა, რომ მან გაცილებით დიდი დრო ცენტრალურ მცველად გაატაროს.
"ბ" გუნდი, ბარტრა სათავეში
გვარდიოლას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მას არ უნდა დიდი შემადგენლობა და რომ ის ძალიან ენდობა ახალგაზრდული გუნდის წევრებს. "ბარსა ბ"–დან ყველაზე გამოკვეთილი ალტერნატივა ბარტრაა, რომელმაც შარშან ყველაზე მეტჯერ ითამაშა პიკეს პოზიციაზე. იმ 11 მატჩიდან, რომელიც პიკემ გამოტოვა, ოთხში სწორედ ბარტრა მოგვევლინა ცენტრალურ მცველად.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]