"მანჩესტერ სიტის" კეიტა მოუნდა

"მანჩესტერ სიტის" კეიტა მოუნდა

  ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტი" კეიტას მიმართ იჩენს ინტერესს. კლუბი, რომლის მფლობელიც მდიდარი არაბი შეიხია, მზადაა სეიდუში 13 მილიონი ევრო გადაიხადოს.

 კეიტას შეძენა "სიტის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის მოთხოვნაა. მანჩინი მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი მოედანზე იდეალურად შეეწყობა ტურეს.

ტრანსფერის განხორციელება სავარაუდოდ რთული იქნება, ვინაიდან "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კეიტას დიდ ნდობას უცხადებს და მას ერთ–ერთ სანიმუშო ფეხბურთელად მიიჩნევს საკუთარი გუნდის შემადგენლობაში. თავად კეიტაც კმაყოფილია კატალონიელებთან მუშაობით და უახლოეს მომავალში კლუბიდან წასვლას არ გეგმავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.