მარტინ მონტოია ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს

მარტინ მონტოია ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს

სასიამოვნო სურპრიზი "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. ვისენტე დელ ბოსკემ მარტინ მონტოია ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჩილესთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა.

მონტოია, რომელიც მაჟამად "ბარსა ბ"–ს შემადგენლობაში ირიცხება, სულ რამდენჯერმე გამოჩნდა პირველი გუნდის შემადგენლობაში. მისი თამაში კი იმდენად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, რომ დელ ბოსკემ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვალდესათან, ტიაგოსთან, ბუსკეტსთან, ფაბრგასთან, ჩავისთან, ინიესტასთან, ვილიასა და პედროსთან ერთად ნაკრებში გამოიძახა.

 

ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სრული სია კი ასე გამოიყურება:

 

მეკარეები: კასილიასი, ვალდესი, რეინა.

 

მცველები: ალბიოლი, არბელოა, ბოტია, დომინგესი, სერხიო რამოსი, მონტოია

 

ნახევარმცველები: ხავი მარტინესი, ტიაგო, ხაბი ალონსო, კაზორლა, სერხიო ბუსკეტსი, სესკ ფაბრეგასი, ჩავი, ინიესტა, სილვა, მატა

 

თავდამსხმელები: ვილია, ტორესი, ნეგრედო, პედრო, ლორენტე

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.