ვინ თქვა რომ ისინი შეუთავსებლები იყვნენ?
ტიაგომ გაიტანა "ბარსას" პირველი გოლი პრიმერას ახალ სეზონში იმ დროს, როდესაც მასთან ერთად მოედანზე იყო ახალწვეული ფაბრეგასი. სესკმა და ალკანტარამ ითამაშეს ერთად შესანიშნავად და ამით ყველა იმ ადამიანს გასცეს პასუხი, რომელიც მათ ერთად თამაშს გამორიცხავდა. კარგი ადამიანები ერთად ყოველთვის იპოვიან ადგილს და ამ ორი ფეხბურთელის მაგალითი, ამის ნათელი დადასტურებაა.
როგორც უკვე ვთქვი ,ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ფაბრეგასის დაბრუნება სამშობლოში კატასტროფა იქნებოდა მაზინიოს შვილისათვის ,რომელმაც მშვენივრად ჩაატარა სეზონის წინა მოსამზადებელი მატჩები და პირველ გუნდში იქნა დაწინაურებული. თუმცა სესკის დაბრუნებისთანავე ალკანტარამ მას მეგობრობის ხელი გაუწოდა და შედეგმაც არ დააყოვნა.
პირველი მატჩი "ბარსელონას" "ვილიარეალთან" ჰქონდა. გვარდიოლამ შესუსტებული დაცვის ხაზის შევსება ნახევარმცველებით სცადა. დაცვაში მასკერანო და ბუსკეცი განლაგდნენ, ნახევარდაცვაში კი ერთად თამაშის საშუალება მიეცათ ფაბრეგასს და ტიაგოს. ჩვენმა გმირებმა კი გვარდიოლა არ დააღალატეს ,ტიაგომ თვითონაც გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა ,ფაბრემ კი თავისი ანგარიში გახსნა პრიმერაში გატანილი გოლების.
ფაბრეგასმა უკვე რამდენიმე ტიტული მოიგო "ბარსაში". მას ყველა ეუბნება, რომ ის არ არის ახალწვეული, ის იმ დიდი ოჯახის წევრია, რომლის სახლშიც ყველასთვის მოიძებნება ოთახი." ბარსაში" თამაში ხომ უდიდესი სიამოვნების და ტიტულების მოპოვების გარდა, ძალიან კარგი საშუალებაა, შეიძინო ისეთი მეგობარი, როგორიც ტიაგოა.
იმ საღამოს მოედანზე ყველა იცინოდა, მათ შორის ყველაზე მეტად ტიაგო და სესკი .ისინი გულიანად ხალისობდნენ და არა შოუს გამო, მათ ხომ საბოლოოდ იპოვეს ერთმანეთი და ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს ორი ადამიანი არის "ბარსას" მომავალი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]