საული "ალკოკრონში" გადავიდა

საული "ალკოკრონში" გადავიდა

"ბარსელონა ბ-ს" ფორვარდი საულ ბერხონ პერესი არენდის წესით "ალკოკრონში" გადავიდა. ესპანელი ახალ გუნდში ერთ სეზონს გაატარებს.

 

25 წლის საული "ალკოკრონში" არენდის წესით გადავიდა და იქ 2012 წლის 30 ივნისამდე დარჩება. იგი აქამდე "ლას პალმასის" ღირსებას იცავდა.

 

2010/2011 სეზონში საულმა სეგუნდა დივიზიონში 26 მატჩი ჩაატარა (აქედან მხოლოდ10 მატჩში ძირითად შემადგენლობაში) და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, რაც ფორვარდისთვის საკმაოდ ცოტაა.

 

წლეულს მან კატალონიის თასის ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ეუსებიომ პერესი ორივე თამაშში ძირითადი შემადგენლობა ანდო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.