იბრაჰიმოვიჩი: ''პეპი გენიალური მწვრთნელია''
''ბარსას' 'ყოფილმა ფორვარდმა და ამჟამად ''მილანის'' ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა ''ბარსაზე'' და ასევე ორი სიტყვით შეეხო პეპსაც: ''ჩემი წასვლის შემდეგ, ''ბარსა'' უფრო კარგად ათამაშდა. ''ბარსა'' უკვე გენიოსთა კლუბია. მათ ძალიან კარგი მწვრთელი ჰყავთ. ყველა გუნდი ინატრებს პეპისნაირ მწვრთნელს. იგი ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ ის საუკეთესოა. მისთვის არცერთი გუნდი არ წარმოადგენს სირთულეს. ''ბარსას'' ყველას დამარცხება შეუძლია. ''ბარსა'' კიდევ უფრო წინ წავა, ამას ყველა ხვდება და ყველა დაინახავს ცოტა ხანში.''. - განაცხადა იბრამ, გაზეთ ''Dello Sport''- თან მიცემულ ინტერვიუში.
''საუკეთესო გუნდი მსოფლიოში''.
ასევე იბრა შეეხო ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩს ''ბარსასთან'': ''მე ამის თქმით არ დავიღლები და კიდევ გეტყვით, რომ ''ბარსას'' მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ ერთ ჯგუფში მოვხვდით. ამ ჯგუფში ორი გამოკვეთილი გუნდია, რა თქმა უნდა ''ბარსა'' და ''მილანი''. მოლოდინი ძალიან დიდია და მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას. ასევე არ შემიძლია არ შევეხო გუნდის ახალწვეულებს, სესკს და ალექსის. ეს ორი უნუჭიერესი ახალგაზრდა ''ბარსას'' ძალიან წაადგება. არავის უკვირს, რომ ''ბარსა'' დღეს საუკეთესოა. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ მათ დასამარცხებლად, მაგრამ ვიტყვი, რომ გაგვიჭირდება. შეუძლებელი არაფერია!."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]