ჩავი "უეფას" ცენტურიონის ჯილდოს მიიღებს

ჩავი "უეფას" ცენტურიონის ჯილდოს მიიღებს

დღეს "უეფამ" ოფიციალურად გადაწყვიტა, რომ უკვდავყოს ყველა იმ ევროპელი ფეხბურთელის სახელი, რომელმაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 100 მატჩზე მეტი ჩაატარა. ცენტურიონებს შორისაა "ბარსელონას" ნახევარმცველი, ჩავიერ ერნანდესი, რომელმაც ესპანეთის ნაკრების მაისურით 101 შეხვედრა გამართა.

"უეფას" აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო შეთავაზება, რომელიც ივნისში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში დაიბადა. ჯილდო გადაეცემა სათითაოდ ყველა ფეხბურთელს. აღნიშნული პრიზის პრეზენტაცია სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება. ჯილდოს ფეხბურთელებს გადაცემს იმ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი, რომელი ქვეყნის ღირსებასაც იცავს აღნიშნული მოთამაშე (ჩავის შემთხვევაში ეს პიროვნება იქნება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი).

"უეფას" პრეზიდენტი მიშელ პლატინი მიიჩნევს, რომ "ეს ფანტასტიკური იდეაა". პლატინიმ დღეს ისაუბრა აღნიშნულ იდეაზე და დაადასტურა, რომ "ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრების მაისურით 100 მატჩი გამართა, იმსახურებს აღიარებას საფეხბურთო თანადგომიდან. თითოეულ ფეხბურთელს გადაეცემა კეპი და მედალი ეროვნული ნაკრების მომდევნო მატჩზე, სადაც ისაუბრებენ აღნიშნული ფეხბურთელების მიღწევებზე."

ჩავის გარდა "ბარსელონას" სხვა ფეხბურთელებიც (ვეტერანები) მიიღებენ ცენტურიონის ჯილდოს. ესენი არიან ჯოვანი ვან ბრონხორსტი, ფრანკ დე ბური და ფილიპ კოკუ შესაბაისად 106, 112 და 101 ჩატარებული მატჩებით. საფრანგეთის ნაკების შემადგენობაში 123 შეხვედრაში მიღებული მონაწილეობის გამო დაჯილდოვდება "ბარსელონას" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი - ტიერი ანრი. გარდა ამისა ჯილდო გადაეცემათ ანდონი სუბისარეტას, რომელმაც ესანეთის ნაკრებში 126 შეხვედრა ჩაატარა; "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ვეტერან ფეხბურთელს ლუიშ ფიგუს (127 მატჩი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად); მიქაელ ლაუდრუპს (104 მატჩი დანიის ნაკრებთან ერთად) და ხორხე პოპესკუს (115 მატჩი რუმინეთის ნაკრებთან ერთად).

"უეფას" 53 წევრი ქვეყნიდან დაჯილდოვდება 109 ფეხბურთელი:

სომხეთი - სარგის ჰოვსეპიანი 

ავსრტია - ანდრეას ჰერცოგი
ბულგარეთი - ბორისლავ მიჰაილოვი, სტილიიან პეტროვი
ხორვატია - დარიო სიმიჩი 

კვიპროსი - იიანის ოკასი
ჩეხეთი - კარელ პობორსკი
დანია - პეტერ შმეიხელი, ჯონ დალ ტომასონი, დენის რომედალი, ტომას ჰეკვეგი, მიქაელ ლაუდრუპი, მორტენ ოლსენი, მარტინ იორგენსენი

ინგლისი - პიტერ შილტონი, დევიდ ბექჰემი, ბობი მური, სერ ბობი ჩარლტონი, ბილი რაითი

ესტონეთი - მარტინ რეიმი, მარკო კრისტალი, მარტ პუმი, ანდრეს ოპერი, კრისტენ ვიკმაე, რაიო პიიროიამ ინდრეკ ზელინსკი

ფინეთი - ჯარი ლიტმანენი, სამი ჰიპია, ჯონათან იოჰანსონი, არი გელმი

საფრანგეტ - ლილიან ტურამი, ტიერი ანრი, მარსელი დესალი, ზინედინ ზიდანი, პატრიკ ვიეირა, დიდიერ დეშამპი

FYROM - გოკე სედლოსკი 
გერმანია - ლოთარ მათეუსი, მიროსლავ კლოზე, იურგენ კლინსმანი, იურგენ კოლერი, ფნანც ბეკენბაუერი, იოახიმ სტრეიხი, ტომას ჰასლერი, ულფ კირსტენი, ჰანს-იურგენ დონერი

საბერძნეთი - თეოდოროს ზაგორაკისი, გიორგოს კარაგუნისი, ანგელოს ბასინასი

უნგრეთი - იოზეფ ბოზსიკი

ისლანდია - რუნარ კრისტინსონი

იტალია - ფაბიო კანავარო, პაოლო მალდინი, დინო ძოფი, ჯანლუიჯი ბუფონი

ლატვია - ვიტალის ასტაფიევსი, ანდრეს რუბინსი, ჟურის ლაიზანსი, იმანტს ბლეიდელისი, მიჰაილს ზემლინსკი, იგორს სტეფანოვსი

ლიხტენშტაინი - მარიო ფრიკი

მალტა - გილბერტ აგიუსი, დავიდ კარაბოტი, კარმელ ბუსუტილი, ჯო ბრინკატი

ჰოლანდია - ედვინ ვან დერ სარი, ფრანკ დე ბური, ჯიოვანი ვან ბრონხორსტი, ფილიპ კოკუ

ჩრდილოეთ ირლანდია - პატ იენინგსი

ნორვეგია - თორბორნ სვენსეი, ჰენინგ ბერგი

პოლონეთი - მიხაილ ზევლაკოვი, გრზეგორზ ლატო

პორტუგალია - ლუიშ ფიგუ, ფერნანდო კოუტო

ირლანდია - შაი გივენი, კევინ კილბანე, რობი კაენი, სტივ სტაუტონი

რუმინეთი - დარინელ მუნთეანუ, გეორგე ჰაგი, გეორგე პოპესკუ, ლასზლო ბოლონი

რუსეთი - ვიქტორ ონოპკო

შოტლანდია - კენი დაგლაში

სერბეთი - სავო მილოშევიჩი

სლოვაკეთი - მიროსლავ კარჰანი

ესპანეთი - ანდონი სუბისარეტა, იკერ კასილიასი, რაულ გონსალესი, ჩავი ერნანდესი

შვედეთი - ტომას რაველი, როლანდ ნილსონი, ბიორნ ნორდქვისტი, ანდრეს სვენსონი, ნიკლას ალექსანდერსონი, ჰენრიკ ლარსონი, ოლოფ მელბერგი

შვეიცარია - ჰეინც ჰერმანი, ალაინ გეიგერი, სტეფანე კაპუისატი

თურქეთი - რუშტუ რეკბერი, ჰაკან შუკური, ბულენტ კორკმაზი

უკრაინა - ოლეგ ბლოხინი, ანატოლი ტიმოშჩუკი, ანრეი შევჩენკო

 

 

პ.ს. ნებისმიერი ფეხბურთელი ("უეფას" წევრი 53 ქვეყნიდან), რომელიც გადააბიჯებს 100-ან ნიშნულს ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით, ავტომატურად მიიღებს ცენტურიონის ჯილდოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.