სესკი: ''მე აქ თამაშისთვის მოვედი''

სესკი: ''მე აქ თამაშისთვის მოვედი''

''ბარსას'' ფეხბურთელმა სესკ ფაბრეგასმა ყველას დიდი მადლობა გადაუხადა. ის ძალიან მოხარულია, რომ ეძლევა ''ბარსაში'' თამაშის შანსი. ასევე აღნიშნა, რომ მას სურს კარიერა აქ, ''ბარსაში'' დაასრულოს. მან  ასევე განაცხადა:''მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ყველას. ძალაინ კარგად ვგრძნობ თავს ''ბარსაში''. 100% მზად მაინც არ ვარ. ეს ჩემი მინიმუმია. მე კიდევ და კიდევ ბევრს გავაკეთებ, რათა უფრო შევუყვარდე ყველას. პეპის ნდობის მოპოვება ძალზე რთულია და მგონი მე ეს შევსძელი. ფაქტია, რომ ის უკვე მენდობა. არასდროს არ გავუცრუებ მას და შემდეგ ჩემს ხალხს იმედებს. 

რაც შეეხება ლეოს: ''ყველამ იცით, რომ მე და ის წლების განმავლობაში ერთად ვიზრდებოდით. ჩვენ ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით და ეს ახლაც ასეა. ის ყოველთვის მეხმარება ახლის შესწავლაში. ის უნიკალური ფეხბურთელია. მას მოედანზე ყველა თავის თანაგუნდელის ესმის. მას შეუძლია აზრის წაკითხვა. მე მას ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. მან რაც ჩემთვის ამ 3 მატჩში გააკეთა, რა თქმა უნდა საგოლე გადაცემებზე მაქვს საუბარი, ამას მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობარი თუ იზავს. 

 

კასილიასი: ''ყველაფერი დავივიწყეთ'' ?!

იკერი სესკზე და მარსელოზე საუბრობს: ''ეს ფაქტი უკვე დავიწყებას მიეცა. მე მქონდა უკვე მარსელოსთან საუბარი. ყველაფერი ავუხსენი და მანაც შესანიშნავად გაიგო ჩემი. ვფიქრობ, რომ აქ გასაბუქებელი არაფერი არ არის. ეს ფაქტი უკვე დავიწყებას მიეცა და დალაგდა ურთიერთობა''. 

ასევე სესკმა ბოლოში დაამატა: ''მნიშვნელობა არ აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, თუ ვის ვხვდებით. ჩვენ გამარჯვების ბოლომდე გვჯერა''.

 

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.