მესი: ''მასკერანოს უნდა ვუმადლოდეთ''
გუშინდელი მატჩის შემდეგ ლეომ განაცხადა, რომ ის ამაყია, რადგან მას პატივი აქვს ატაროს კაპიტნის სამკლაური. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მასკერანოს. მან დამითმო კაპიტნის სამკლაური, რისთვისაც მე მას დიდ მადლობას ვეტყვი. სიმართლე გითხრათ, მე თავიდან არ მინდოდა გუნდის კაპიტნობა, მაგრამ მასკერანომ გადამაწმუნა და მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მე დღეს არგენტინის კაპიტანი ვარ.
ბევრ ადამიანში იწვევს უკმაყოფილებას ჩემი თამაში, ნაკრებში. მე ვერადავერ ვიპოვე გზა თუ როგორ ვითამაშო ნაკრებში. ხალხი ხედავს, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ ამისათვის - განაცხადა ''ბარსას'' ლიდერმა ''Tyc Sport-თან'' მიცემულ ინტერვიუში.
არგენტინამ გუშინდელ შეხვედრაში ჩინებულად ითამაშა. შეიძლება ითქვას, რომ მესის დებიუტი შედგა კაპიტნის რანგში. ვიმედოვნოთ, რომ ლეო მალე გაზრდის თამაშის ხარისხს არგენტინაში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]