რამოსი: "დელ ბოსკეს შეუძლია მშვიდად იყოს"
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა, განაცხადა, რომ ვისენტე დელ ბოსკეს შეუძლია მშვიდად იყოს ნაკრების მომდევნო შეკრებამდე. იტყობინება გვალენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".
შეგახსენებთ, რომ ვისენტე დელ ბოსკე ძალიან იმდეგაცრუებული იყოს იმის გამო, რაც მოხდა ესპანეთის სუპერ-თასის განმეორებით შეხვედრაში "კამპ ნოუზე". მსოფლიო ჩემპიონები ერთმანეთს წაეჩხუბნენ.
"ჩვენს მწვრთნელს შეუძლია მშვიდად იყოს, რადგანაც ყველა იმაზე ვფიქრობთ, რომ დავწეროთ ახალი ფურცელი ისტორიაში ესპანეთის ნაკრებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ დელ ბოსკე ნერვიულობს "კლასიკოებზე" მომხდარი ინციდენტების გამო, მან იცის რასაც გავაკეთებთ ნაკრების გამო. ის ყველაფერი, რაც "ბარსა" და "რეალს" შორის ხდება ნამდვილად არ აისახება ესპანეთის ნაკრებში". დაასრულა სერხიო რამოსმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]