მხიარული ინტერვიუ - უბრალოდ მეგობრები (ნაწილი I)
მოგესალმებით ყველას ! როგორც იცით, ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს შორის, მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მუდმივად ცდილობენ დადებითი ატმოსფეროს შექმნას. ესენი არიან: ჩავი ერნანდესი და იკერ კასილიასი. ჩავი და იკერი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გუნდში ასპარეზობენ. ისინი ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ და დღესაც ასეა, უბრალოდ საქმე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან გვაქვს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მინდა გაგახსენოთ ძალიან სასაცილო და ამავდროულად მეგობრული ინტერვიუები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ჩაწერეს ჟურნალისტებმა "კლასიკოს" წინა დღეებში.
[media=http://www.youtube.com/watch?v=EeBaamUPFhM]
ჩავი: "მსურს ვკითხო იკერს, რატომ იღებს ამდენ ტკივილს "ბარსელონასთან" თამაშის დროს? (იკერ იცინის) რატომ აკეთებ ამდენ სეივს, როდესაც შენთან ერთი-ერთზე მოდიან? ასე თავდადებით სხვა გუნდებთან არ თამაშობ..."
იკერი: "კარგი ერთი... მაშინ ამაზე მიპასუხე, რატომ მირტყამ "კლასიკოების" დროს კარებში უამრავჯერ? გახსოვს ბოლო შეხვედრაში როგორ მიიღე წითელი ბარათი? უბრალოდ ძალიან ბევრს არტყამ... (იღიმის)"
ჩავი: "ხო მაგრამ... მარტო მე არ ვარ ასე... გახსოვს ბოლო "კლასიკო" "კამპ ნოუზე"? 5 წუთი იყო დარჩენილი და შენც კი დაკარგე სიმშვიდე და აღელდი... ძალიან კონკურენტუნარიანი ვარ, მიყვარს გამარჯვება, განსაკუთრებით კი "რეალის" წინააღმდეგ, ის ხომ "ბარსას" მტერია?"
ჟურნალისტი: "რომელ ფეხბურთელს გადმოიყვანდით თქვენს გუნდში მოწინააღმდეგე კლუბიდან?"
იკერი: (დაფიქრდა და იცინის) "კარგი... ჩავის.."
ჩავი: (იცინის) "მე ყოველთვის ვამბობდი, შესაძლებლობა რომ მქონდეს, კასილიასს.. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში ვალდესი უბრალოდ ბრწყინვალეა...
ჟურნალისტი: "რომელი ფეხბურთელის გეშინიათ მოწინააღმდეგე გუნდიდან?"
იკერი: "აჰაჰ... პასუხი მარტივია: ჩავისი და ინიესტასი. აქვე დავამატებდი ანრის, ეტო'ოსა და მესის... "ბარსელონა" სახიფათო და ძლიერი გუნდია."
ჩავი: "კარგი.. რაული, იგუაინი... მათთვის იოლია გოლის გატანა, მაგრამ მათი მთავარი კოზირი მაინც მეკარეა." (იცინის)
P.S. მეორე ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ მოგვიანებით... : )
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]