ჩავი–ლეგენდა
მე ხშირად ვფიქრობ იმაზე, როგორი იქნებოდა "ბარსა", რომ არა ჩავი. "ბარსელონას" ჰქონდა შემოთავაზება მისი გაშვებისა "მილანში". მაშინ ის მხოლოდ 18 წლის იყო. მისი ძმები და მამა წასვლის მომხრენი იყვნენ, თუმცა მისმა დედამ და თვითონ აზრადაც არ გაივლეს კატალონიიდან წასვლა. ჩავი ჩვენი ნაწილია, ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი. ის რაღაცით "კამპ ნოუს" ჰგავს: ერთ დღესაც ის შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში და აღარ გვტოვებს. ის კლუბის გულია. მას ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული "ბლაუგრანას" მაისურით და ყველაზე მეტი ტიტულიც აქვს მოპოვებული. 18 ტიტული – ეს 1-ით მეტია გილერმო ამორის მიერ მოგებულ ჯილდოებზე.

ის კარიერის დასაწყისშივე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო კლუბში. პირველი გოლი 1998 წელს "ვალიადოლიდთან" გაიტანა. ამ დღეს "ბარსას" აღმასვლა დაიწყო, რაც 1 წლის მერე ლა ლიგას მოგებით დაგვირგვინდა.
მას ყოველთვის ადარებდნენ პეპ გვარდიოლას, ჩავიმ გაიარა რამდენიმე მწვრთნელი სტაბილურობის ძიებაში. 2002 წელს "ბარსას" ერთ–ერთი ყველაზე ცუდი სტარტი ჰქონდა პრიმერაში, მაგრამ ბოლოს როგორღაც ყველაფერი მოგვარდა. ეს დიდწილად მწვრთნელის რადომირ ანტიჩის დამსახურება იყო, რომელმაც გუნდს ახალი სული შთაბერა. ნახევარმცველებს უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭა და ერთ ღამესაც, 2003 წელს ჩავიმ ყველაფერი გამოასწორა. გაიტანა გოლი "ესპანიოლთან" და შეცვალა მომავალი. მას მატჩამდე ტრავმა ჰქონდა, კლუბის ექიმებმა შეძლეს მისი გაყვანა მოედანზე, მას ტკივილები აწუხებდა, მაგრამ უკან არ დაიხია და გოლიც გაიტანა.
იმ დღიდან მისმა თამაშმა გაუმჯობესება დაიწყო, "ბარსას" ფანები მასში უკვე კლუბის ტვინს ხედავენ. ის განაგებს "ბლაუგრანას" და მისი მოწინააღმდეგების ბედს და რასაც უნდა იმას აკეთებს მოედანზე. ჩავის მთავარი ღირსება მისი უნიკალური ხედვაა თამაშის დალაგების, ის სწორად ანაწილებს პასებს და არასდროს კარგავს მას. ის არქიტექტორია თანამედროვე "ბარსელონასი".
ხალხის დიდი ნაწილი თვლის რომ მისი ადგილი ნახევარდაცვაშია,თუმცა მან ბოლო დროს მობილურობა შეიძინა, იქ არის სადაც საჭიროა, იბრძვის ბურთისთვის, იწყებს შეტევებს და ყველაზე ხშირად ამ შეტევას გენიოსური პასით ამთავრებს. გარდა იმისა, რომ ის ნახევარდაცვის მაესტროა, ის ბევრი დასამახსოვრებელი მომენტის მთავარი შემოქმედია. მისი პირველივე გოლი უდიდესი მნიშვნელობის იყო, 2003 წელს "მონჟუიკზე" გატანილი გოლი კატალონიურ დერბშიც ყველას კარგად ახსოვს. 2004 წელს "ბერნაბეუზე" გატანილი გოლი არავის მეხსიერებიდან არ ამოიშლება, მაშინ მან პირველად დაამარცხა კასტილიელები და "ბარსელონამაც" იმ დღის შემდეგ დაიწყო გამარჯვებები "რეალთან". რამდენიმე წლის შემდეგ, 2010 წლის 29 ნოემბერს წელს სწორედ ჩავიმ დაიწო მადრიდელთა ისტორიული რბევა "კამპ ნოუზე", ცოტა ხნის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალს" ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა.
ალბათ, ამ ყველაფრის შემდეგ უხერხულიც კია დავსვათ კითხვა მოიპოვებს იგი აღიარებას? ეს საკითხი კი ძალიან უმნიშვნელოა თვითონ ჩავისთვის, ის ყოველთვის ამბობს რომ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია, მისთვის კი უფრო მნიშვნელოვანი კლუბის აღიარებაა და არა პირადად მისი.
ჩავი უკვე ცოცხალი ლეგენდაა, ისე როგორც კრუიფი, კუბალა, მათ აუცილებლად დავიმახსოვრებთ, რადგან მათ ჩვენი კლუბის ისტორია შეცვალეს. კუბალამ კლუბი ურთულესი ეტაპიდან გამოიყვანა, კრუიფმა მას ინდივიდუალურობა და ხასიათი მიანიჭა, ჩავიმ კი "ბარსელონა" ტიტულების მომპოვებელ და საქყვეყნოდ აღიარებულ კლუბად აქცია.

პ.ს რამდენიმე დღის წინ ჩავიზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი, ჩავი იმდენად უბრალოდ ლაპარაკობდა გაოცებული ვიყავი და მაშინ თქვა ის, რასაც არ დავივიწყებ: " მე "ბარსელონას" არ დავტოვებ ჩემი ნებით, იქამდე არ წავალ კლუბიდან სანამ ძალით არ გამომაგდებენ, სხვანაირად არ შემიძლია, იმიტომ რომ ამ კლუბის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]