"ბარსელონა" მოურინიოს მიწვევას აპირებდა

"ბარსელონა" მოურინიოს მიწვევას აპირებდა

"ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წელს კატალონიური გრანდი მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს დანიშნვას გეგმავდა.

"სანდრო როსელი, რაიკაარდის წასვლის შემდეგ, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინოს დანიშვნას აპირებდა." - ციტირებს კრუიფის სიტყვებს El Periodico de Catalunya. "ჩემი თვალთახედვით, ეს ყველაზე ცუდი არჩევანი იყო. ასეთ გადაწყვეტილებას ბევრი რამის შეცვლა შეეძლო. მე ორივე ხელით ჟოსეპ გვარდიოლას კანდიდატურას ვუჭერდი მხარს. ის არასოდეს მიაყენებდა ზიანს კლუბს, რასაც ახლა ამას მოურინიო მადრიდში აკეთებს."

შეგახსენებთ, რომ ჟოზეპ გვარდიოლა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2008 წელს მოვიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სამჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი, ასევე ესპანეთის სამეფო თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.