ხაბი ალონსო: "არ ვაპირებთ, "ბარსას" მშვიდი ცხოვრების საშუალება მივცეთ"

ხაბი ალონსო: "არ ვაპირებთ, "ბარსას" მშვიდი ცხოვრების საშუალება მივცეთ"

ხაბი ალონსოს მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა სურს. მადრიდელთა ფეხბურთელის სურვილია, რომ მისმა გუნდმა "ბარსელონას" ბატონობის პერიოდი დაასრულოს.

"ძალიან მინდა ამ წელს პირველობის მოგება." - განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა. "მე უკვე დავიკავე მეორე ადგილი ჩემპიონატში "ლივერპულთან" და "რეალთან" ერთად, ახლა კი პირველზე გასვლა მსურს."

ალონსომ პატივისცემა გამოხატა თავისი გუნდის მთავარი კონკურენტის - კატალონიის "ბარსელონას" მიმართ. "მათ ისედაც შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავდათ, მაგრამ ახლა ძლიერი ფეხბურთელები დაიმატეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში "ბარსა" არაჩვეულებრივი თამაშისა და შედეგების დემონსტრირებას ახდენს, თუმცა არ ვაპირებთ, რომ მათ მშვიდად ცხოვრების საშუალება მივცეთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.