ნეიმარის მამა:" ჩემი შვილი "სანტოსში" შემდეგ ზაფხულამდე დარჩება"

ნეიმარის მამა:" ჩემი შვილი "სანტოსში" შემდეგ ზაფხულამდე დარჩება"

ბრაზილიური ამომავალი ვარსკვლავის ნეიმარის მამამ გამაცხადა, რომ მისი შვილი სამშობლოში შემდეგ ზაფხულამდე დარჩება.

 

"ნეიმარს სანტოსში დარჩენა 2012 წლის აპრილამდე სურს, როცა გუნდი ჩემპიონატში შესაბამის ადგილს დაიკავებს. ჩემს შვილს მოსფლიო ჩემპიონატში (საკლუბო დონეზე) თავის თანაგუნდელებთან სურს მონაწილეობა. არც კლუბს და არც ნეიმარს ტრანსფერი არ სურთ."

 

პრესა ნეიმარის მომავლით დიდი ხანია სპეკულირებს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უკვე დიდი ჭორის ტალღა წამოვიდა იმის შეახებ, რომ ნეიმარმა "ბარსელონასთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

ნეიმარმაც და მისმა მამამაც აქტიურად დაიწყეს ამ ჭორების უარყოფა.

 

"ნეიმარს სურს ითამაშოს "ბარსელონაშიც" და მადრიდის "რეალშიც". ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება, მაგრამ ახლა ჯუნიორს დარჩენა უნდა. თუ სადმე წასვლას დააპირებს იგი მისი კარიერის ახალ ფურცელს გადაშლის."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.