იბრაჰიმოვიჩი "ბარსასთან" არ ითამაშებს
ამ წუთებში გახდა ცნობილი, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარჯიშის დროს დაშავდა და მონაწილეობას არ მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, რომელიც ხვალ, "კამპ ნოუზე" გაიმართება.
შვედმა ფორვარდმა ლიგის მატჩისთვის მზადების ბოლო ვარჯიშში საზარდულის ტრავმა მიიღო და გუნდს არ წაჰყვება კატალონიის დედაქალაქში, რაც ძალიან დიდი დანაკლისია იტალიელებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრავმირებულია "მილანელთა" კიდევ ერთი ფეხბურთელი. საუბარია რობინიოზე. აქედან გამომდინარე, მასიმილიანო ალეგრის თავდასხმის ხაზში მხოლოდ ორი ფეხბურთელი ეყოლება - პატო და კასანო.
ამგვარად, ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება "კამპ ნოუზე" არ შედგება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კატალონიელებს ვერ დაეხმარება ახალწვეული ალექსის სანჩესი. ასევე თამაშის ნებართვა არ მიუღია ჟერარდ პიკეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]