გვარდიოლასა და ალეგრის პრესკონფერენცია

გვარდიოლასა და ალეგრის პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის წინ, სადაც ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და იტალიის "მილანი" უპირისპირდებიან, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს. გვარდიოლას "შესანიშნავი მატჩის" მოლოდინი აქვს თავისი გუნდიდან, რომელსაც ალეგრი "სავარაუდოდ მსოფლიოს საუკეთესო გუნდად" მიიჩნევს.

 

გვარდიოლამ პირველ რიგში ისაუბრა გუნდის კაპიტანზე, რომელიც "თამაშისთვის მზად არის, თუმცა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ (დღეს) მივიღებთ. ჩვენ ჩავატარეთ ლიგის ორი შეხვედრა და ახლა ვიწყებთ ჩემპიონთა ლიგას. სასიხარულო ამბავია, რომ კაპიტანი დაგვიბრუნდა. "მილანი" ყოველთვის თამაშობს 4-4-2, მაგრამ ახლა არ ვიცი ისინი ერთ ფორვარდს დააყენებენ, თუ ორს. ვფიქრობ, რომ ისინი შეგვიტევენ და შეგვიქმნიან პრობლემებს და ითამაშებენ თავის ფეხბურთს, ასე რომ შესანიშნავი შეხვედრა გველის."

"დიდი პატივია ტიტულის დაცვა და ამასთან, ისეთ პოზიციაში ყოფნა, როცა ზედიზედ ორ სეზონში გვძალუძს ლიგის მოგება."  გვარდიოლა დარწმუნებულია, რომ ლა ლიგის მატჩში მიღებული იმედგაცრუება გუნდზე ზეგავლენას არ მოახდენს. "სან სებასტიანი უკვე წარსულია. ფეხბურთელებს კარგად ესმით, რომ ჩვენ "მილანის" სახით უძლიერეს გუნდს ვუპირისპირდებით: შესანიშნავი ფეხბურთელები, შესანიშნავი მწვრთნელი, შესანიშნავი გუნდი. ჩვენ გაგვიმართლა, რომ მათთან შეხვედრის საშუალება მოგვეცა."

 

თავის მხრივ, ალეგრიმ პირველი კომენტარი სასტარტო შემადგენლობაზე გააკეთა: "პატო და ბოატენგი სავარაუდოდ ითამაშებენ. მე ერთი თავდამსხმელით ვითამაშებ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რომლით, ვინაიდან იბრაჰიმოვიჩის ტრავმა ძალიან მოულოდნელი იყო. არამგონია, ის მზად იყოს "ნაპოლისთან" მატჩისთვის (18 სექტემბერი), მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდება."

მიუხედავად იმისა, რომ იტალიური გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს უპირისპირდება, ალეგრის სწამს, რომ მათ გამარჯვების შესაძლებლობა არ უნდა მისცენ მეტოქეს. "ისინი ჩემპიონები არიან და ნორმალურია, რომ იბრაჰიმოვიჩის სახით ძალა დაგვაკლდება, მაგრამ მოედანზე კარგი სანახაობა უნდა მოვაწყოთ, უნდა ვაჩვენოთ გამბედაო და პატივისცემა სავარაუდოდ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის მიმართ."

"დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონას" პრობლემებს შევუქმნით. მათ წინააღმდეგ დაცვაში თამაში ჩვენთვის პრობლემა იქნება. ძალიან სერიოზული მატჩი გველის. გარდა ტაქტიკური და ტექნიკური მხარისა, ჩვენ გაბედულად უნდა ვითამაშოთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.