"ბარსელონასა" და "მილანის" მატჩს ატკინსონი განსჯის
ცნობილია "ბარსელონასა" და "მილანს" შორის დღეს გასამართი მატჩის მსაჯის ვინაობა. "უეფამ" ეს საპასუხისმგებლო საქმიანობა ინგლისელ რეფერს - მარტინ ატკინსონს მიანდო.
ატკინსონი დღეს კარიერის მანძილზე პირველად ეწვევა "კამპ ნოუს". მას არასდროს განუსჯია მატჩი როგორც "ბარსელონას", ასევე "მილანის" მონაწილეობით.
მარტინ ატკინსონი 40 წლისაა და იგი ინგლისის პრემიერ ლიგაში მოღვაწეობს. სამსაჯო საქმიანობას ინგლისელი სპეციალისტი 16 წლის ასაკიდან ეწევა. მისი კარიერის განმავლობაში ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩი ასოციაციის ფინალი იყო (2011). აღნიშნულ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "სტოუკ სიტი" უპირისპირდებოდნენ. ატკინსონმა ხსენებულ ფინალში მხოლოდ ორჯერ ამოიღო ყვითელი ბარათი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]