კასილიასი : ’’ჩემპიონის ტიტულისთვის მხოლოდ ’’ბარსა’’ და ’’რეალი’’ არ იბრძოლებს. ’’
მადრიდის ’’რეალის’’ კარის დარაჯი , ესპანელი იკერ კასილიასი არ დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ ’’ბლანკოსი’’ ადვილად მოიპოვებს პირველ ადგილს ეროვნულ ჩემპიონატში.
ესპანეთის მეკარე ფიქრობს, რომ ლა ლიგის ჩემპიონატისთვის სხვა გუნდებიც იბრძოლებენ.
’’დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ჩემპიონატისთვის მხოლოდ ’’ბარსა’’ და ’’რეალი’’ არ იბრძოლებს. ამ ლიგაში არსებობენ სხვა ძლიერი გუნდებიც, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისათვის. ჩემპიონობამდე ძალიან რთული გზაა გასავლელი და ’’რეალი’’ იბრძოლებს. თითოეული მოგებული მატჩი დაგვაახლოვებს თასამდე.’’
შეგახსენებთ, რომ ამჟამად დაწინაურებულია მადრიდის ’’რეალი’’ , ’’ვალენსია’’ და ’’ბეტისი’’ 6-6 ქულით , ხოლო ’’ბარსა’’ და ’’რეალ სოსიედადი’’ მათ 2 ქულით ჩამორჩებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]