რონალდუ: ’’ვფიქრობ, რომ ეს სეზონი ’’რეალის’’ წელი იქნება’’

რონალდუ: ’’ვფიქრობ, რომ ეს სეზონი ’’რეალის’’ წელი იქნება’’

მადრიდის ’’რეალის’’ ნახევარმცველმა და ეროვნული ჩემპიონატის წინა სეზონის ბომბარდირმა იმედი გამოთქვა Marca-სთან ინტერვიუში, რომ მისი გუნდი ამ სეზონში პირველ ადგილს დაიმკვიდრებს ლა ლიგაში.პორტუგალიელის თქმით , ’’თეთრებს’’ ძალიან კარგი პირობები აქვთ გამარჯვებისათვის.

 

’’ამ სეზონში აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ’’ბარსელონა’’. კატალონიური გუნდი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მათ დაიმატეს ორი უძლიერესი ფეხბურთელი - სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი, მაგრამ ’’რეალმა’’ კარგი ტრანსფერები განახორციელა და ძალიან მომძლავრდა. ვფიქრობ, რომ ეს სეზონი ’’რეალის’’ წელი იქნება. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ’’ - განაცხადა ფეხბურთელმა.

 

შეგახსენებთ, რომ რონალდუ მიმდინარე სეზონშიც ლიდერობს ბომბარდირთა სიას. ჯერ-ჯერობით მის ანგარიშზე 2 მატჩში 4 გატანილი გოლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.