გლები:''ვოლფსბურგში'' კარგად მიმიღეს''
მოგეხსენებათ, ''ბარსამ'' თავისი ფეხბურთელი გლები სეზონის ბოლოს გერმანიაში არენდის წესით გაუშვა . ის ამ წელს ''ვოლფსბურგის'' ღირსებას დაიცავს. გლები ინტერვიუში მის ახალ გუნდზე საუბრობს.
''პირველი დღე ახალ კლუბში ფოტოსესიითა და პრეზენტაციით დაიწყო. მე აქ ძალიან თბილად მიმიღეს. ეს გუნდი არაჩვეულებრივი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. გერმანიაში თამაში ჩემთვის ახალი არ არის. როგორც იცით, მე რამდენიმე წლის წინ ''შტუტგარტის'' ღირსებას ვიცავდი. იქ მე დაუვიწყარი წლები გავატარე. გერმანიაში ბევრი მეგობარი მყავს. ასე რომ, ჩემთვის აქ თამაში უცხო არ არის. რაც მთავარია, მე ადვილად შევეწყვე გუნდს.
ამ რამდენიმე წლის მანძილზე მე ბევრი გულშემატკივარი შევიძინე გერმანიაში. მათ მოსწონთ ჩემი თამაში და მეც ვალდებული ვარ ბევრჯერ გავახარო ისინი."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]