საული: „ფილიპე ლუისმა და გოდინმა გაძევებისთვის ბოდიში უკვე მოიხადეს“
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა საულ ნიგესმა პრიმერა დივიზიონის XXII-ე ტურში "ბარსელონასთან" მარცხის შემდგომ (2:1) კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა მატჩი 9 მოთამაშით დაასრულეს, შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან დიეგო გოდინი და ფილიპე ლუისი გააძევა.
"ყველაზე ცუდი - ეს მარცხია, რადგან ჩვენ სამი ქულა დავკარგეთ. ჩვენ ნებისმიერ მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ. ცალსახად ნათელია, რომ გაძევებებმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. ნაჩვენები შრომით კმაყოფილნი ვართ, თუმცა ქულის აღება ვერ მოვახერხეთ. ლუისმა და გოდინმა უკვე მოიხადეს ბოდიში გაძევებისთვის. ახლა მხოლოდ შემდეგ მატჩზე ფიქრია საჭირო, რადგან ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება." - განაცხადა, საულმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 50 ]