სერხი რობერტო: "ბარსელონას" ტრიპლეტის შესრულება კვლავ შეუძლია"

სერხი რობერტო: "ბარსელონას" ტრიპლეტის შესრულება კვლავ შეუძლია"

ახალგაზრდა ნახევარმცველი თავისი გუნდის მიზნებზე საუბრობს.

"გვესმის, რომ ტრიპლეტის შესრულება კიდევ ერთხელ შეგვიძლია. "ბარსელონა" ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. ლა ლიგის დასრულებამდე ათი ტურია დარჩენილი. რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგას, მისი მოპოვება საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ამისთვის ყველაფერს ვეცდებით. ზედიზედ მეორეჯერ მოგება ისტორიული მიღწევა იქნება", - ამბობს სერხი რობერტო.

"გუნდი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. გვინდა, სეზონი მაქსიმალურად კარგად დავასრულოთ".

"არსენალი" სერიოზული მოწინააღმდეგეა. გასვლაზე "ბარსამ" ანგარიშით 0-2 გაიმარჯვა, თუმცა განმეორებითი შეხვედრა ადვილი არ იქნება. პირველივე წუთიდანვე მოედანზე მოსაგებად გავალთ", - დაასრულა 24 წლის ფეხბურთელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi.95
    სტუმარი [?]
    #2 11 მარტი 2016 16:02
    1
    ხვალე ძირითადში მგონი იქნება ხეტაფეა მაინც თან სახში
    messi 1999 2015
    სტუმარი [?]
    #1 11 მარტი 2016 15:59
    0
    მიდით აბა თქვენ იცით