ნეიმარი: "ბარსელონას" დატოვებას არ ვაპირებ"
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ნეიმარ ჟუნიორმა Globo–სთან ინტერვიუს დროს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბის გამოცვლა მის გეგმებში არ შედის. ბრაზილიელი ფებხურთელი კატალონიურ კლუბში ყველაფრით კმაყოფილია.
"მნიშვნელოვანია ფეხბურთი ითამაშო კარგ მოთამაშეებთან ერთად და ვფიქრობ, რომ აქ საუკეთესოები არიან. ამიტომაც ვარ "ბარსელონაში" ბედნიერი. ეს არის გუნდი, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მე თავს "ბასრელონას" გარეშე ვერ ვხედავ.
"ბარსელონა" იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. რა თქმა უნდა, ყველაფრით გაოცებული ვიყავი. მე უკვე მაქვს ყველაფერი, რასაც "ბარსელონაში" ვეძებდი. ახლა მთავარია შევინარჩუნოთ არსებული კურსი. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ტიტული მოვიგოთ.
ვფიქრობ, რომ გაფურჩქვნის ხანაში ვიმყოფები. სიმწიფის, გამოცდილებისა და ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ცხოვრების გამო... ეს ყველაფერი დღითი დღე მეხმარება. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ კარიერაში ეს საუკეთესო მომენტია.
ჩვენ შესანიშნავ დროში ვცხოვრობთ. ლა ლიგაში ყველაფერს მართლაც კარგად ვაკეთებთ, კოპა დელ რეის ფინალში გავედით, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავაგრძელოთ ასპარეზობა. მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ვარჯიშებზე და თამაშემზე სიამოვნებას ვიღებთ.
გუნდი განვითარებას ინარჩუნებს, მაგრამ არსებობს გარკვეული ელემენტები, რისი გაუმჯობესებაც შეგვიძლია. ისტორიას ვქმნით და იმედი მაქვს ჩვენ შევძლებთ შევქმნათ იმაზე მეტი, ვიდრე ისტორიაა. რა გვჭირდება იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები?– ფეხბურთის თამაში. ამ კლუბის ფილოსოფია არის ის, რომ მოედანზე ბედნიერი იყო.
მესი და სუარესი? ვერ ვიტყვი, რომ ერთთან უფრო კარგად ვარ, ვიდრე მეორესთან, ორივე მათგანთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მესისთან ერთად უფრო მეტი დრო გავატარე, მაგრამ შემდეგ სუარესი მოვიდა და დიდი მეგობრობა დავიწყეთ. სამივე მოთამაშე ერთად ვართ, როგორც ვარჯიშზე, ისე მის გარეთ. ჩვენ გვაქვს დიდი მსგავსება." – განაცხადა ნეიმარმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 38 ]