ჩაჩიჩი: "რაკიტიჩი "კლასიკოში" ითამაშებს"
ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 28 წლის ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
უკვე გადაწყვეტილია, რომ უახლოეს ამხანაგურ შეხვედრებში, რომლებსაც ხორვატები ისრაელისა და უნგრეთის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებენ, ივან რაკიტიჩი მონაწილეობას კუნთის ტრავმის გამო ვერ მიიღებს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც "ბარსელონას" ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.
თუმცა, ხორვატიის ნაკრების თავკაცის, ანტე ჩაჩიჩის განცხადებით, რაკიტიჩის დაზიანება სერიოზული არ არის და 2 აპრილს გასამართ "ელ კლასიკოში", ის თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს:
"ჩვენი ექიმები ივანის ჯანმრთელობის თაობაზე ოპტიმიზმს ინარჩუნებენ. ის "ბარსელონას" სულ მალე უნდა დაუბრუნდეს. მას კუნთის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება. რაკიტიჩი "ელ კლასიკოში" თამაშს შეძლებს", - განაცხადა ანტე ჩაჩიჩმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 37 ]