ჩავი: „მაჰრეზი საკმარისად კარგი მოთამაშეა, რომ „ბარსაში“ ითამაშოს“

ჩავი: „მაჰრეზი საკმარისად კარგი მოთამაშეა, რომ „ბარსაში“ ითამაშოს“

"ბარსას" ყოფილი კაპიტანი და ლეგენდა - ჩავი ერნანდესი აცხადებს, რომ "ლესტერ სიტის" ალჟირელ გარემარბ რიად მაჰრეზს გააჩნია საკმარისი უნარი და შესაძლებლობა იმისათვის, რომ "ბარსაში" ითამაშოს.

"მაჰრეზი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის წინა სეზონში ბევრისთვის უცნობი მოთამაშე იყო, მაგრამ ამ სეზონში, მან, ბევრისთვის მოულოდნელად, დიდი ყურადღება მიიქცია. მისი სახელი პრემიერ ლიგის საუკეთესოებს შორის შედის. ის ახლა განსაკუთრებით კარგად თამაშობს. ვფიქრობ, ის ევროპის რომელიმე საუკეთესო კლუბში მოხვდება. ითამაშებს ის "ბარსაში"? რატომაც, არა! მაჰრეზი ძალიან ნიჭიერია, მას შეუძლია "ბარსაში" კარგად თამაში." - განუცხადა ჩავიმ Al Araby Al Jadeed-ს.

შეგახსენებთ, რომ რიად მაჰრეზმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და გააკეთა 16 საგოლე პასი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    cr(7) real madrid
    სტუმარი [?]
    #3 25 მარტი 2016 19:50
    0
    ციტატა: mogityanpatronibarsa
    ჩემი სახელი წაიკითხეთ

    madrdista xar?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 მარტი 2016 19:50
    0
    რამე კარგი ფილმი მითხარით აბა?
    MNS 9 10 11
    სტუმარი [?]
    #1 25 მარტი 2016 19:50
    1
    ხოოო მართალი ხარ ჩავ love