რიცოლიმ შეცდომა აღიარა
ცნობილმა იტალიელმა არბიტრმა, ნიკოლა რიცოლიმ, ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე საუბრის დროს აღიარა, რომ "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის გამართული შეხვედრის მიწურულს, მან უხეში შეცდომა დაუშვა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში, "ატლეტიკომ" "ბარსელონას" 2:0 მოუგო. თამაშის 93-ე წუთზე, რიცოლიმ, მადრიდელთა კარში, აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და კატალონიელებს დაპირისპირების დამატებით ტაიმებში გადაყვანის შანსი მოუსპო.
მოგვიანებით, იტალიელმა არბიტრმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "სამწუხაროდ, მცველს ფეხი საჯარიმოს გარეთ ჰქონდა, რამაც შეცდომაში შემიყვანა. თანამედროვე ტექნოლოგიების შემთხვევაში, ფეხბურთში არბიტრების შეცდომები აღარ იქნება. 93-ე წუთამდე კარგად ვიმსაჯე."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 39 ]