რივალდო: "ნეიმარის წასვლა "ბარსას" გუნდის გადაწყობაში დაეხმარება"

რივალდო: "ნეიმარის წასვლა "ბარსას" გუნდის გადაწყობაში დაეხმარება"

"ბარსელონას" ბრაზილილიელი ლეგენდა რივალდო მისი თანამემამულის, ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლაზე საუბრობს.

"მიუხედავად გუნდში ნეიმარის მნიშვნელობისა, ვფიქრობ, "ბარსელონას" ამ პრობლემის გადაწყეტა შეუძლია.

მეტიც, ამ ტრანსფერს შეუძლია გუნდის გადაწყობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს და კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცოს, რომ ფეხბურთელები მოდიან და მიდიან.

ნეიმარის სანაცვლოდ მიღებული თანხა სოლიდურია და ის კლუბს ახალი ფეხბურთელების შეძენაში დაეხმარება.

მის პოზიციაზე სათამაშოდ კოუტინიო კარგი ვარიანტი იქნებოდა.

ნეიმარის მიზანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაა. მას იმედი აქვს, რომ მესის ჩრდილიდან გამოვა.

ვფიქრობ, ვალვერდეს გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა და ყველა ტიტულის მოგება შეუძლია." - აცხადებს რივალდო, რომელიც "ბარსელონაში" 1997-2002 წლებში ბრწყინავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    G.Deulofeu19
    სტუმარი [?]
    #2 11 აგვისტო 2017 23:21
    0
    ვარდიმ რა ჭედა :დ
    G.Deulofeu19
    სტუმარი [?]
    #1 11 აგვისტო 2017 23:15
    0
    მემფისი სკამისთვის